❖ გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი
❖ აღნიშნული გვერდის გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გვერდზე. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-საც აღწევს.
❖ აღნიშნული გვერდი მხოლოდ ქართულენოვან სვლაგეზს აქვეყნებს, იგი არ იწერს საქონელს და კონსულტანტები არ ყავს. ამაზონიდან დამოუკიდებლად უნდა გამოიწეროთ. ამაზონიდან გამოწერა არაა რთული.
❖ საქონლის უდიდესი არჩევანი, ზომიერი ფასები, დროული მოწოდება- დამახასიათებელია ამაზონისათვის.
❖ ამაზონზე ყოველთვის შედით ამ გვერდიდან > https://www.medgeo.net/ამაზონი-ფასდაკლებებით/


.png)
.png)



ამ ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლად ჯდება. ზოგიერთები კი სიარულსაც იწყებენ რაიმე საყრდენზე ხელის მოკიდებით. როგორც წესი, პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იწყება დივანის ან ჟურნალების მაგიდის სიახლოვეს. პატარას მზარდი ცნობისმოყვარეობა და მუდმივი მოძრაობა მშობელს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდეს მის უსაფრთხოებაზე. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ცოცვა – რაიმეზე აცოცებას ახერხებენ, თუმცა იქიდან ჩამოსვლა უძნელდებათ სხვის დაუხმარებლად. >>>>
ელოს–ეპილაცია კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული მეთოდია. იგი ეფუძნება ორი სახის ენერგიის ერთდროულად გამოყენებას; იგულისხმება სინათლისა და ელექტრული ენერგიის ურთიერთშერწყმა. ამ მეთოდის გამოყენებით კარგად უმკლავდებიან არა მარტო მუქ, არამედ ღია ფერისა და ფაფუკ თმებსაც. რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იწვევს კანის დამწვრობას, შეწითლებასა და შეშუპებას. პროცედურის დაწყებამდე, სპეციალისტი ამზადებს კანს: ერთჯერადი საპარსით პარსავს და უსვამს სპეციალურ კრემს. დამუშავებულ ადგილზე უსვამს აპლიკატორს, რაც იწვევს უეცარ გახურებას. შედეგად, ადამიანი გრძნობს მცირე ჩხვლეტას.
ის, რის გამოც კბილებზე ჩატარებული მანიპულაციები საკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველაზე გულადსაც კი, ტკვივილია. თანამდეროვე სტომატოლოგიაში ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ალბათ საანესთეზიო საშულებების და ტექნოლოგიების დახვეწა შეიძლება ჩაითვალოს, რისი წყალობითაც სტომატოლოგთან ვიზიტი პრაქტიკულად უმტკივნეილო გახდა. დღეს სტომატოლოგის არსენალში მრავალი ეფექტური საშუალებაა. ყველაზე პოპულარულია არტიკაინის (უბისთეზინი, ულტრაკაინი, სეპტანესტი) და მეპივაკაინის (მეპივასტეზინი, სკანდონესტი, სკანდიკაინი) საფუძველზე დამზადებული ანესთეტიკები. 
ვიბრომასაჟი სპეციალური აპარატის მეშვეობით კეთდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის დასამუშავებელ ნაწილზე ვიბრაციული აპარტიდან გადასცემენ სხვადასხვა სიხშირისა და ამპლიტუდის რხევით მოძრაობებს. ორგანიზმზე აპარატიდან გადაცემული ვიბრაციის ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია რხევის სიხშირესა და ამპლიტუდაზე, ასევე – ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. ვიბრომასაჟი ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე. ვიბრაცია აღაგზნებს ნერვებს, რომლებმაც თავიანთი ფუნქციის შესრულება შეწყვიტეს. გარდა ამისა, ვიბრაცია აწყნარებს ზედმეტად გაღიზიანებულ ნერვებს. სუსტი ვიბრაცია ნერვული მოქმედების სტიმულირებას ახდენს, ძლიერი კი ინარჩუნებს მას.
12–გოჯა ნაწლავი (duodenum) – წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და წვრილ ნაწლავს შორის.
გამოკვლევის მეთოდები. ფილტვების დაავადებების ამოცნობის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური, აგრეთვე რიგი სპეციალური მეთოდები. ფილტვების დაავადებების დროს ყველაზე დამახასიათებელი ჩივილია ხველა (მშრალი ან ნახველის გამოყოფით), სისხლიანი ხველა, სხვადასხვა ხარისხის ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილები გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის დარღვევების სხვადასხვა სახის გამოვლინებები (მაგ., საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება). დაავადების და ცხოვრების ანამნეზის შეგროვება ხდება ზოგადი წესების მიხედვით. ავადმყოფის ობიექტური გამოკვლევა მოიცავს დათვალიერებას, პალპაციას, პერკუსიას და აუსკულტაციას. ფილტვის პათოლოგიის დროს აღნიშნულ მეთოდებს გააჩნიათ დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და გარკვეულ წილად განსაზღვრავენ დამატებითი გამოკვლევების (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ინსტრუმენტული) მოცულობას.
პრეპარატების ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში, ექიმი მრავალი წყაროდან ტენდენციურ და და ხშირად მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინფორმაციას იღებს პრეპარატის აბსოლუტური და ფარდობითი ეფექტურობის შესახებ. ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია ექიმს შეეძლოს პრეპარატების შესახებ ინფორმაციის საიმედოობის ობიქტური განსაზღვრა – მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპების სამკურნალო პრეპარატების სფეროში გამოყენების საკითხებს ყველა ექიმი უნდა იცნობდეს. ეს პრობლემა, ვფიქრობთ სათანადოდ უნდა აისახოს არა მარტო უმაღლესი, არამედ დიპლომისშემდგომი განათლებისა თუ პროფესიული ტრენინგების პროგრამებში. ლალი დათეშიძის წინამდებარე სტატია საინტერესოა როგორც თეორიულ-მიმოხილვითი, ასევე პრაგმატული თვალსაზრისით. 
მწვანე ჩაი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ანტიდეპრესანტი