воскресенье, 5 мая 2013 г.

პანკრეასი

პანკრეასი, კუჭქვეშა ჯირკვალი

ლალი დათეშიძე
ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია, ციტოლოგია
კუჭქვეშა ჯირკვალი იგივე პანკრეასი (pancreas) – საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალი, რომელსაც გააჩნია ეგზოკრინული და ენდოკრინული ფუნქციები. პანკრეასი
ჰისტოლოგია. პანკრეასი დაფარულია თხელი შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულით, საიდანაც გამოდიან ძგიდეები, რომლებიც ორგანოს ყოფენ წილაკებად მათში განლაგებული სისხლძარღვებით, ნერვებით და წილაკთაშორის გამომტანი სადინრებით. პანკრეასის უდიდესი ნაწილი, რომელიც ასრულებს ეგზოკრინულ ფუნქციას, წარმოდგენილია დაბოლოებითი, სეკრეტორული ნაწილებით (პანკრეასის აცინუსები) და გამომტანი სადინრების სისტემით. პანკრეასის აცინუსი (წილაკის ძირითადი სტრუქტურა) შედგება ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული, კონუსის ფორმის 8–12 აცინური უჯრედისგან (ეგზოკრინული პანკრეაციტები), რომლებიც ფუძით გარეთ არიან მიმართულნი (იმყოფებიან საერთო ბაზალურ მემბრანაზე), ხოლო მწვერვალით – ცენტრისკენ. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 31678 times by 5188 viewers
ლალი დათეშიძე
ბრონქოსკოპიაგამოკვლევის მეთოდები. ფილტვების დაავადებების ამოცნობის მიზნით გამოიყენება ავადმყოფის გამოკვლევის ზოგადკლინიკური, აგრეთვე რიგი სპეციალური მეთოდები. ფილტვების დაავადებების დროს ყველაზე დამახასიათებელი ჩივილია ხველა (მშრალი ან ნახველის გამოყოფით), სისხლიანი ხველა, სხვადასხვა ხარისხის ქოშინი, მოხრჩობის შეგრძნება, ტკივილები გულმკერდის არეში, ზოგადი მდგომარეობის დარღვევების სხვადასხვა სახის გამოვლინებები (მაგ., საერთო სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება). დაავადების და ცხოვრების ანამნეზის შეგროვება ხდება ზოგადი წესების მიხედვით. ავადმყოფის ობიექტური გამოკვლევა მოიცავს დათვალიერებას, პალპაციას, პერკუსიას და აუსკულტაციას. ფილტვის პათოლოგიის დროს აღნიშნულ მეთოდებს გააჩნიათ დამოუკიდებელი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა და გარკვეულ წილად განსაზღვრავენ დამატებითი გამოკვლევების (ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური, ინსტრუმენტული) მოცულობას. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 37667 times by 9927 viewers
პარაგრაფი ლალი დათეშიძის წიგნიდან ,,ფარმაცია”
პრეპარატების ბაზარზე მძაფრი კონკურენციის პირობებში, ექიმი მრავალი წყაროდან ტენდენციურ და და ხშირად მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინფორმაციას იღებს პრეპარატის აბსოლუტური და ფარდობითი ეფექტურობის შესახებ. ასეთ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია ექიმს შეეძლოს პრეპარატების შესახებ ინფორმაციის საიმედოობის ობიქტური განსაზღვრა – მტკიცებულებითი მედიცინის პრინციპების სამკურნალო პრეპარატების სფეროში გამოყენების საკითხებს ყველა ექიმი უნდა იცნობდეს. ეს პრობლემა, ვფიქრობთ სათანადოდ უნდა აისახოს არა მარტო უმაღლესი, არამედ დიპლომისშემდგომი განათლებისა თუ პროფესიული ტრენინგების პროგრამებში. ლალი დათეშიძის წინამდებარე სტატია საინტერესოა როგორც თეორიულ-მიმოხილვითი, ასევე პრაგმატული თვალსაზრისით. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 30480 times by 6397 viewers

მინერალური ნივთიერებები

მინერალური ნივთიერებებიმონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიურ პროცესში და ყველა ორგანოსათვის აუცილებელ კომპონენტად გვევლინებიან.   მაგალითად: მინერალური ნივთიერება – კალციუმი ძვლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია,მინერალური ნივთიერება – რკინა დამინერალური ნივთიერება – მაგნიუმი აუცილებელია ცილების ტრანსპორტირებისათვის,რკინა უზრუნველყოფს გაზების გადატანას სისხლის მიერ და ა.შ. >>> Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 85418 times by 23096 viewers
კარდიოგენური შოკი

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

კარდიოგენური შოკი – შოკი, რომელიც ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის ფონზე, გულზე ოპერაციისას და ა. შ.; ხასიათდება არტერიული ჰიპოტენზიით (სისტოლური არტერიული წნევა 80 – 90 მმ.ვწყ. სვ), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლით, შარდის გამოყოფის შემცირებით, ცნობიერების დარღვევით Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 14577 times by 2508 viewers
მწვანე ჩაი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ანტიდეპრესანტი
ტოხოკუს (იაპონია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მწვანე ჩაი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ანტიდეპრესანტი. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ თუკი ხანში შესული ადამიანი დღეში მიირთმევს ოთხ და მეტ ჭიქა მწვანე ჩაის, მისი გუნებ-განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. მწვანე ჩაის მოყვარულებში დეპრესიის განვითარების რისკი 44%-ით უფრო დაბალია, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის მიირთმევენ.Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 56826 times by 16020 viewers

მიმდინარეობს ამ გვერდზე ინფორმაციის განახლება.

ფირმებსა და ცალკეულ კონსულტანტებს, რომლებიც სამკურნალოდ აგზავნიან გერმანიის, ისრაელის, შვეიცარიის, ავსტრიის, თურქეთის, ამერიკის, იაპონიის, ჩინეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში, ამ გვერდზე განსათავსებლად შეუძლიათ მოგვაწოდონ ინფორმაცია ელფოსტაზე mpifarm@gmail.com. გაეცანით,,შემომავალ ლინკებს”>>> Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 30916 times by 8903 viewers

ორსულობის პირველი ნიშნებიორსულობის პირველი ნიშნები

გულისრევა – ორსულობის პირველი ნიშანი
 ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას. >>>> Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 60011 times by 19763 viewers

ბავშვი 9 თვის ასაკში

ბავშვიამ ასაკში ბავშვი უკვე დამოუკიდებლად ჯდება. ზოგიერთები კი სიარულსაც იწყებენ რაიმე საყრდენზე ხელის მოკიდებით. როგორც წესი, პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იწყება დივანის ან ჟურნალების მაგიდის სიახლოვეს. პატარას მზარდი ცნობისმოყვარეობა და მუდმივი მოძრაობა მშობელს აიძულებს სერიოზულად დაფიქრდეს მის უსაფრთხოებაზე. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ცოცვა – რაიმეზე აცოცებას ახერხებენ, თუმცა იქიდან ჩამოსვლა უძნელდებათ სხვის დაუხმარებლად. >>>> Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 39031 times by 9727 viewers

ელოს–ეპილაცია

ელოს–ეპილაცია კოსმეტოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული მეთოდია. იგი ეფუძნება ორი სახის ენერგიის ერთდროულად გამოყენებას; იგულისხმება სინათლისა და ელექტრული ენერგიის ურთიერთშერწყმა. ამ მეთოდის გამოყენებით კარგად უმკლავდებიან არა მარტო მუქ, არამედ ღია ფერისა და ფაფუკ თმებსაც. რაც ყველაზე მთავარია, იგი არ იწვევს კანის დამწვრობას, შეწითლებასა და შეშუპებას. პროცედურის დაწყებამდე, სპეციალისტი ამზადებს კანს: ერთჯერადი საპარსით პარსავს და უსვამს სპეციალურ კრემს. დამუშავებულ ადგილზე უსვამს აპლიკატორს, რაც იწვევს უეცარ გახურებას. შედეგად, ადამიანი გრძნობს მცირე ჩხვლეტას. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 36801 times by 9682 viewers

უშიშრად სტომატოლოგისკენ!

სტომატოლოგიაის, რის გამოც კბილებზე ჩატარებული მანიპულაციები საკუნეების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველაზე გულადსაც კი, ტკვივილია. თანამდეროვე სტომატოლოგიაში ყველაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ალბათ საანესთეზიო საშულებების და ტექნოლოგიების დახვეწა შეიძლება ჩაითვალოს, რისი წყალობითაც სტომატოლოგთან ვიზიტი პრაქტიკულად უმტკივნეილო გახდა. დღეს სტომატოლოგის არსენალში მრავალი ეფექტური საშუალებაა. ყველაზე პოპულარულია არტიკაინის (უბისთეზინი, ულტრაკაინი, სეპტანესტი) და მეპივაკაინის (მეპივასტეზინი, სკანდონესტი, სკანდიკაინი) საფუძველზე დამზადებული ანესთეტიკები. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 30977 times by 6942 viewers

ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირა

ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირა ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირას ბავშვის წონა 7 გრამს შეადგენს. მართალია, იგი ზომით ქლიავს არ აღემატება, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ხელები მალე დაიწყებს მოძრაობას, ღრძილებს კი სადაცაა სარძევე კბილებიდაემჩნევა. ცოტა უცნაური გარეგნული იერი აქვს: ხელები ფეხებზე გრძელია. ეს პერიოდი იმითაც ხასიათდება, რომ პატარას უკვე შეუძლია თავის მაღლა აწევა, ნიკაპი გამოიყოფა მკერდისგან, უწყვეტად ვითარდება და მაგრდება კისერი. ჩასახვიდან მე–11 კვირამდე შენს მომავალ პირმშოს ემბრიონი, 11 კვირიდან დაბადებამდე კი ნაყოფი ჰქვია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი სახე სულ უფრო მეტად იღებს ადამიანურ იერს და ფორმირდება შინაგანი ორგანოები; ზოგი მათგანი ფუნქციონირებას იწყებს. ფორმირდება პლაცენტაც. >>>>Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 32891 times by 7670 viewers

 ვიბრომასაჟი

ვიბრომასაჟივიბრომასაჟი სპეციალური აპარატის მეშვეობით კეთდება. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის დასამუშავებელ ნაწილზე ვიბრაციული აპარტიდან გადასცემენ სხვადასხვა სიხშირისა და ამპლიტუდის რხევით მოძრაობებს. ორგანიზმზე აპარატიდან გადაცემული ვიბრაციის ზემოქმედების ხარისხი დამოკიდებულია რხევის სიხშირესა და ამპლიტუდაზე, ასევე – ზემოქმედების ხანგრძლივობაზე. ვიბრომასაჟი ზემოქმედებას ახდენს ნერვულ სისტემაზე. ვიბრაცია აღაგზნებს ნერვებს, რომლებმაც თავიანთი ფუნქციის შესრულება შეწყვიტეს. გარდა ამისა, ვიბრაცია აწყნარებს ზედმეტად გაღიზიანებულ ნერვებს. სუსტი ვიბრაცია ნერვული მოქმედების სტიმულირებას ახდენს, ძლიერი კი ინარჩუნებს მას.Read the rest of this entry »

Комментариев нет:

Отправить комментарий